ბუენოს აირესში ფიბას გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი გარდაიცვალა

ბუენოს აირესში ფიბას გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი გარდაიცვალაარგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 51 წლისა გარდაიცვალა ფიბას, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი.

გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. ბაუმანი ბუენოს აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა.

ის გენერალურ მდივნად 2003 წლიდან მუშაობდა, 2007 წლიდან კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო. ის პირადად ლობირებდა 3×3-ზე კალათბურთის ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრას.

იმედინიუსი