„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა“ – კახიშვილის პირველი კომენტარი

სუბელიანის სკანდალური ჩანაწერების გაგრძელება – გუშინ „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც კვლავ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. ჩანაწერში დიალოგი კვლავ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და უმრავლესობის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მიმდინარეობს.

სუბელიანი ახალ ჩანაწერშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს და ახსენებს სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს. სუბელიანის თქმით, მას აქვს კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები ფარული ჩანაწერის სახით, რომელიც 2013 წელს არის გაკეთებული და სწორედ ამ ჩანაწერის გავრცელებით დაემუქრა ის მინისტრს იმ შემთხვევაში თუ შესაბამის პირობებს არ დასთანხმდებოდა.

კახიშვილის განცხადებით, მასსა და მირზა სუბელიანს შორის საუბარი პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა:

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი, რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე.

თავიდან განთავსდა მე-9 დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უისაფრთხობის ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყუირეობის პირობებში, იქაც აღნიშნავს რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო“-ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018