ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლის ირანელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლის ირანელი მამაკაცის ცხედარი იპოვესჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 50 წლის ასაკის ირანის მოქალაქე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო 3 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მეზობლები აცხადებენ, მათ ბინა რამდენიმე თვის ნაქირავები ჰქონდათ.

პირველი არხის ინფორმაციით, გარდაცვალება სავარაუდოდ მოწამვლას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა ნივთიერებით დაიღუპა კაცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს“, – აცხადებენ უწყებაში.