დავით ჭიჭინაძე – ჩანაწერებიდან გამომდინარე, „ოცნება” ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველდღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის

დავით ჭიჭინაძე - ჩანაწერებიდან გამომდინარე, „ოცნება" ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველდღე გაჟონვა აქვს ინფორმაციისჩანაწერებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება” ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველდღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი დავით ჭიჭინაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, რომლებშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება.

„ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები ფაქტობრივად მოხსნილია, როგორც უკვე ითქვა, გამოძიება უკვე დაიწყო. საზოგადოებაში უკვე შფოთვის საგანი გახდა ეს, რადგან “ქართული ოცნება” ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველ დღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის. ვფიქრობ, ეს ყველანაირად საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და შეშფოთების საგანია. მე გაოგნებული ვარ, რადგან დავდიოდი ამ პარტიის სახელით და ხალხს ვთხოვდი მხარდაჭერას. ვერ წარმომიდგენია, თუ ჩვენს ზურგს უკან ეს ხდებოდა. ვფიქრობ, “ქართული ოცნების” ღირსეულმა წევრებმა შესაბამისი შეფასებები უნდა მისცენ ამ ყველაფერს. რასაც ჩვენ ვისმენთ, პოზიტივი აღარ არის ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და ალბათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება, რადგან არ შეიძლება ეს გუნდი ასეთი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ხელისუფლებაში. მე ვთვლი, რომ პასუხს დღეს თუ არა, ძალიან მალე სხვა მეთოდებით მივიღებთ. ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს პასუხებს ამ შავ-ბნელ საქმეებზე”, -განაცხადა ჭიჭინაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.