დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს დეგრადირებული უწოდა – “მისი ყურება ძალიან ძნელია”

დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს დეგრადირებული უწოდა - "მისი ყურება ძალიან ძნელია"„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და  “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა. მისი თქმით, ის იძულებული გახდა დატოვოს მმართველი გუნდი. მან პარლამენტის თავმჯდომარე მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მიიღო კობახიძის პარლამენტი.  პარტიაში გაწევრიანების შესახებ თხოვნა კი მან ირმა ინაშვილისგან მიიღო.

„ამ პარლამენტმა თავისი როლი ამოწურა საერთოდ და ნებისმიერი საღად მოაზროვნე დეპუტატი უნდა ხვდებოდეს რომ ჩვენ ვიმყოფებით აბსოლუტურად კრიზისულ სიტუაციაში. რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკის მაგივრად თუ შეხედავთ ჩვენ მივიღეთ კობახიძის პარლამენტი, რომელიც ყველას თვითონ პასუხობს უკვე. ამ ქვეყანაში ყველას თვითონ უკეთებს შეფასებებს და არის საყოველთაო ხიბლში ჩავარდნილი. პარლამენტი ასეთი თავმჯდომარის მეთაურობით, უკვე ახალი წლის მერე ალბათ გაუჭირდება ამას გაძლება.„ქართულ ოცნებაში“ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და ამ დეგრადირებული ადამიანის ყურება ძალიან ძნელია,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რუსთავი 2