დავით თოდუა – “ასეთი დონის სპეცოპერაცია არ იგეგმება ტელეფონზე საუბრით რეგვენებო! დათა ახალაიას ვეძახდით შეფს, მიშა სააკაშვილს – პირველს”

დავით თოდუა - "ასეთი დონის სპეცოპერაცია არ იგეგმება ტელეფონზე საუბრით რეგვენებო! დათა ახალაიას ვეძახდით შეფს, მიშა სააკაშვილს - პირველს"პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გაკეთებულ განცხადებას დავით თოდუა ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“მეგობრებო! გთხოვთ გაავრცელეთ ეს პოსტი იმ უტვინოების სანახავად, რომლებიც ,,შოკში არიან”!

1. წლები ვიმუშავე სპეც-სამსახურში, არასოდეს დათა ახალაია არ მოგვიხსენებია ,,დათად”. ყველა თანამშრომელი მას მოიხსენიებდა როგორც შეფს!

2. მიშა არასოდეს არავის მოუხსენიებია სააკაშვილად. ყველა თანამშრომელი მას მოვიხსენიებდით, როგორც ,,პირველს”!

3. ასეთი დონის სპეცოპერაცია არ იგეგმება ტელეფონზე საუბრით რეგვენებო!

4. ასეთი დონის სპეცოპერაცია არ იგეგმება ქუჩაში!

5. ამ მკვლელობას წლებია იძიებს სკოტლანდ იარდი, თუკი მსგავსი ჩანაწერები არსებობდა ნამდვილად რა გამოდის? მთავრობამ დაუმალა სკოტლანდ იარდს ეს ჩანაწერები? ისევ საერთაშორისო სკანდალში გაყვეს თავი ამ რეგვენებმა!!! იმდენიც ვერ გათვალეს, რომ სკოტლანდ იარდი იძიებს ამ საქმეს და რამხელა სკანდალში ეხვევიან, რომ თურმე არჩევნების წინ აქვეყნებენ მთავარ მტკიცებულებას!

6. ვისაც ეს გჯერათ, მეტის ღირსები ხართ! ცხვრები ხო ჰგონიხართ ბიძინას და ნამდვილად ცხვრები გამოდიხართ, რომ ამ იდიოტიზმის გჯერათ!!!

7. და ბოლოს, ბიძინა! სულ რო შუაზე გასკდე, ამ უაზრობებით ვეღარაფერს იზავ!!! მორჩა ის დრო, როცა ხალხმა ესეთი ჩანაწერები თოხლა და მოგიყვანა!!!

8. ვაი თქვენს პატრონს!!!”