დუშეთში 23 წლის კაცმა 76 წლის პენსიონერს 9.000 ლარი წაართვა

დუშეთში 23 წლის კაცმა 76 წლის პენსიონერს 9.000 ლარი წაართვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთში, სოფელ ხორხში  23 წლის კაცი 76 წლის მოხუცის საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9.000 ლარი გასტაცა.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმედინიუსი