ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყოელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. კერძოდ, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.