ერნესტო ვალვერდე: ”რეალი ახლა უფრო სახიფათოა”

ერნესტო ვალვერდე: ”რეალი ახლა უფრო სახიფათოა”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ბარსელონასთვის რეალთან შეხვედრა ძალიან რთული იქნება, რადგან რეალი კუთხეშია მომწყვდეული და ამიტომ ორმაგად საშიშია. ვალვერდეს აზრით რეალის რამდენიმე წაგება არაფერს ნიშნავს და ეს გუნდი ძალიან ძლიერია:
”რეალი ამჟამად განსაკუთრებით საშიშია, რადგან ისინი შეეცდებიან რეაბილიტაციას, ჩვენ კი მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. რეალი კვლავ ძლიერია და ჩვენ ყურადღება გვმართებს. მესის არყოფნა დიდი დანაკლისია”–განაცხადა ვალვერდემ. ბარსელონას და რეალის შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება.