ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავარია ზუგდიდში

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია ზუგდიდშიმსხვერპლით დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი ორი კი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია