გაჩერებულ მერსედესს ხაშურთან ბმვ დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

გაჩერებულ მერსედესს ხაშურთან ბმვ დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდაავარია მოხდა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ქარელი ხაშურის მონაკვეთზე.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, გაჩერებულ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა „მერესედესის“ მგზავრი, ორივე ავტომობილის მძღოლი კი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არინა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.