გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა

გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვაგაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ ჰეილიმ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვედრის დროს აცნობა. ტრამპმა ტვიტერზე ჰეილისთან შეხვედრის შესახებ დაწერა და მას მეგობარი უწოდა.
რა გახდა პოსტიდან წასვლის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკი ჰეილი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშვნამდე, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი იყო.