გამტაცებლები ბიზნესმენ ამირან დეკანოიძეს შვილის დასაბრუნებლად 3 მილიონს სთხოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების სესახებ ახალი და სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჭავჭვაძის გამზირიდან 25 წლის გიორგი დეკანოიძე შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ვინაიდან გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი იყო, ბოროტმოქმედები გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია თბილისში ჩატარდა და სამალავიც აღმოაჩინეს, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, დაჯგუფების აყვანის ოპერაცია სოფელ კვახჭირში ჩატარდა.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, გატაცებულის ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანა იგეგმებოდა, რაც დაჯგუფების წევრებმა ვერ მოასწრეს.

გიორგი დეკანოიძე კი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.

ცნობილია, რომ ბიზნესმენი ამირან დეკანოიძე სასტუმროს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018