გარყვნილი ქმედება მცირეწლოვანზე – იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა

გარყვნილი ქმედება მცირეწლოვანზე - იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

“მტკიცემულებაა იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომ დაუმძიმდეს ბრალი. გამოძიება გრძელდება, ვსწავლობთ და ვამოწმებთ კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის 14 წლის წინანდელ ფაქტსაც”, – თქვა კახა საბანაძემ. შეგახსენებთ, თავდაპირველად გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. 8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს. გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. დაკავებულის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა.