გიორგი მარგველაშილი პრემიერ-მინისტრს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

გიორგი მარგველაშილი პრემიერ-მინისტრს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებსსაქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომის მოწვევას სთხოვს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დღეს ქვეყანაშ არსებობს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართული ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა:

„გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას“, – განაცხადა მარგველაშვილმა