იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს

იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს„გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს. ხვიჩია და მეგრელიშვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.
დღეს, 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში “გირჩის” მიერ ორგანიზებული “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი” გაიმართება. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.
შსს-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრების თუ საპრეზიდენტო კანდიდატის) მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სამართალდარღვევებისკენ მოწოდება, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს სამართალდარღვევების აღსაკვეთად”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.