”იბერიას” ტექნიკა “რუსთავი 2″-ის მანქანაში ჩაალაგეს” – რა ხდება ტელეკომპანიაში

”იბერიას” ტექნიკა “რუსთავი 2″-ის მანქანაში ჩაალაგეს” - რა ხდება ტელეკომპანიაშიდღეს ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლებმა ტელეკომპანიასთან აქცია გამართეს და მათ ტელეკომპანიის მენეჯმენტისგან სახელფასო დავალიანებების დაფარვა მოითხოვეს.

როგორც “იბერიის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, მათ დაინახეს, როგორ ჩაალაგეს “იბერიის” ტექნიკა “რუსთავი 2”-ის მანქანაში, თუმცა არ იციან, მიყიდეს თუ მიაქირავეს.

“გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, რომ გაიტანეს აპარატურა. ვერ ვიტყვი, რომელ ტელეკომპანიაში წაიღეს. არ ვიცით, გაქირავება იყო, გაყიდვა იყო თუ რა იყო ამაზე პასუხები არ გვაქვს. იყო ხალხი და მათ დაინახეს”, – თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აქციაზე.

“იბერიის” მეორე თანამშრომელს უფრო კონკრეტული ინფორმაცია აქვს.

“დავინახეთ “რუსთავი 2”-ის მანქანა და “რუსთავი 2″ის მანქანაში ჩაალაგეს ტექნიკა. შტატივები, ლაივის აპარატი, და კიდევ რაღაცები. კამერა არ დამინახავს”, – განაცხადა აქციაზე მყოფმა “იბერიის” თანამშრომელმა.

აიპრესი