ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, პროვოკაცია აქვს დაგეგმილი

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, პროვოკაცია აქვს დაგეგმილიპარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლა აქვს დაგეგმილი.

ამის შესახებ კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, აქვთ დაგეგმილი ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში #27-ე, #54-ე, მე-40 და #43-ე საარჩევნო უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას ასეთ კანონდარღვევაზე. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია. ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად, უმკაცრესი ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.