ჯამალ ჰაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში იპოვეს

ჯამალ ჰაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში იპოვესვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედრის ნაწილებს საუდის არაბეთის ელჩის რეზიდენციის ეზოში მდებარე ჭაში მიაგნეს.

ამის შესახებ განცხადება თურქული ოპოზიციური პარტიის „სამშობლოს“ ლიდერმა დოგუ პარინჩეკმა განაცხადა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯამალ ჰაშოგის ოჯახს, საცოლეს და საუდის არაბეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული.

„ჰაშოგის მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული. 15 ადამიანი საუდის არაბეთიდან სპეციალური მისიით ჩამოვიდა. ასეთი მხეცური მკვლელობის დაფარვის მცდელობა კაცობრიობის სინდისს ეწინააღმდეგება. თუ ერ-რიადი აცხადებს, რომ ჟურნალისტის სხეული დანაშაულის თანამონაწილემ წაიღო, მაშინ მათ ამ თანამონაწილის ვინაობა უნდა დაასახელონ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ვინაიდან საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულზე, პასუხისგებაში უნდა მიეცეს თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მისი ყველა თანამონაწილეც.