ხაბიბის მენეჯერი რიზვან მაგომედოვი ამერიკულმა პოლიციამ დააკავა

ხაბიბის მენეჯერი რიზვან მაგომედოვი ამერიკულმა პოლიციამ დააკავაამერიკულმა პოლიციამ ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი რიზვან მაგომედოვი და რუსი მებრძოლის კიდევ ორი წარმომადგენელი დააკავა. მათი ვინაობა არ სახელდება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნურმაგომედოვმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დღეს გამართულ ისტორიულ ბრძოლაში შეინარჩუნა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბრძოლის დასრულებისთანავე, მოედნის მიღმა ზედახორა ატყდა: ნურმაგომედოვი მაკგრეგორის სპარინგ-პარტნიორს, დილონ დენისს მივარდა, მისი სეკუნდანტი ზუბაირა ტუხუგოვი კი – თავად ირლანდიელ მაკგრეგორს.

ამ აურზაურის გამო, ნურმაგომედოვს ჩემპიონის ქამარი აღარ გადასცეს. როცა ის მოედნიდან გადიოდა, მას ლუდის ბოთლებს, ირლანდიის დროშებსა და სხვა ნივთებს ესროდნენ.

დღეს ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდნენ. UFC 229-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ჰაბიბ ნურმაგომედოვი გახდა.

იმედინიუსი