ხანძარი ხულოში – დაიწვნენ 76 წლის შშმ კაცი და 20 წლის გოგონა, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა

ხანძარი ხულოში - დაიწვნენ 76 წლის შშმ კაცი და 20 წლის გოგონა, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდახულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა თავის დამხმარე ნაგებობებით.

ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული, ხანძარმა ორი პირი იმსხვერპლა.

ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 76-წლამდე კაცი, რომელიც შშმ პირი იყო და მეორე 20-წლამდე გოგო. „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილზე უთხრეს, რომ გოგონა სწორედ შშმ პირის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავადაც დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე ხულო-ქედა-შუახევის სახანძრო მანქანები გავიდნენ.

მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი აქვს ჩართული, გზებზე გაჩერებული ტრანსპორტის გამო სახანძროს მანქანები შეფერხებით გადაადგილდებოდნენ.