ხარაგაულში ტვირთამწის 55 წლის მძღოლი კობა მაღრაძე დაიღუპა

ხარაგაულში ტვირთამწის 55 წლის მძღოლი კობა მაღრაძე დაიღუპასაქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დღეს, ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესში, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს ტვირთამწის 55 წლის მძღოლი კობა მაღრაძე დაიღუპა.

აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს სს ,,საქართველოს რკინიგზის” დაკვეთით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიურო” ახორციელებდა.

გაერთიანების წინასწარი ინფორმაციის თანახმად, უბედური შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევის შედეგად მოხდა.

ნიუპოსტი