„ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა“ – გიორგი ვაშაძე

„ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა“ - გიორგი ვაშაძეგაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა

„უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით.

პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და ურეკავენ საჯარო მოხელეებს ტექსტით : თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან მართვის მოწმობა გაქვთ ჩამორთმეული და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის მხარდამჭერ სიას ასეთ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მართვის მოწმობა ან გაგიუქმებთ ჯარიმას.

ეს არის ტოტალური უკანონობა. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე. ჩვენ დავუპირისპირებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ეს უკანონობა შევაჩერთო,“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.