ხულიან ლოპეტეგის უახლოეს დღეებში გაანთავისუფლებენ

ხულიან ლოპეტეგის უახლოეს დღეებში გაანთავისუფლებენმადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს ხულიან ლოპეტეგის უახლოეს დღეებში გაანთავისუფლებენ. არსებული ინფორმაციით, ის რეალის ფეხბურთელებს უკვე დაემშვიდობა, თუმცა ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
რეალი აქტიურად ეძებს მწვრთნელს, რომელიც შეცვლის ლოპეტეგის და ყველაზე რეალური კანდიდატი ანტონიო კონტეა, რომელიც ამჟამად არსად არ მუშაობს.
რეალმა ბარსელონასთან 1:5 წააგო და ამ მარცხის შემდეგ ნათელი გახდა რომ ლოპეტეგი თავის პოსტს ვეღარ შეინარჩუნებს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რეალმა ბარსელონამდეც რამდენიმე შეხვედრაში მარცხი განიცადა.