კოკორინი და მამაევი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ

კოკორინი და მამაევი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონრუსეთში გრძელდება სკანდალი ალექსანდრ კოკორინზე და პაველ მამაევზე, რომლებმაც ერთ-ერთ კაფეში რუსი ჩინოვნიკი ცემეს და ამჟამად ისინი დაკავებულები არიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი, მათ შორის ცნობილმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა, რომელმაც თქვა რომ ამ ფეხბურთელებს სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ.
ამ აზრზე საკმაოდ ბევრია რუსეთში და შესაძლოა მართლაც ასე მოხდეს. რუსული გუნდების უმრავლესობამ გამოაცხადა რომ კოკორინს და მამაევს ისინი არასოდეს მიიღებენ თავიანთ რიგებში. ამჟამად ამ ფეხბურთელებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და შესაძლოა მათ რამდენიმე წელიწადი ციხეში გაატარონ.