კონტემ რეალის გაწვრთნაზე უარი თქვა

კონტემ რეალის გაწვრთნაზე უარი თქვაიტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ რეალის გაწვრთნაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონტე და რეალი ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ოფიციალურად არცერთ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ამჟამად რეალს სანტიაგო სოლარი უდგას სათავეში და შესაძლოა მას იანვრამდე მოუწიოს მუშაობა, თუ რეალი შესაბამის კანდიდატურას ვერ მოძებნის. ამჟამად სამეფო გუნდი ესპანელ სპეციალისტს ეძებს, მაგრამ კონკრეტული გვარები ჯერჯერობით არ სახელდება. რეალმა ხულიან ლოპეტეგი ცუდი შედეგების გამო, სამშაბათს გაანთავისუფლა.