ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში ხელმეორედ მივიდა

ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში ხელმეორედ მივიდათბილისის პროკურატურაში ლევან ყიფიანი ხელმეორედ მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ყიფიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ მედიის კითხვებს დაკითხვის შემდეგ უპასუხებს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას დამატებითი კითხვები აქვს „თიბისი ბანკის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყების მხრიდან გაკეთებულა კომენტარი. გამორიცხული არ არის, რომ ყიფიანმა ჩვენება კვლავ მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ეს იმ კითხვებზეა დამოკიდებული, რომელიც გამომძიებლებს ექნებათ.

ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია არ აქვს.