ლომისის მონასტერთან დაკავებული ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი რუსებმა გაათავისუფლეს

ლომისის მონასტერთან დაკავებული ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი რუსებმა გაათავისუფლესლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

რუსმა სამხედროებმა ორი პირი დღეს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავა.

მათი დაკავების შემდეგ, როგორც სუს-ში განაცხადეს, ამოქმედდა ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.