“მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა გამომძიებელმა დაავალა”

"მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა გამომძიებელმა დაავალა"სმიტების ოჯახის მლვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა თავად გამომძიებელმა დაავალა.

„კითხვაზე: თუ როგორ იპოვა ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი გამოძიების ეტაპზე, გიპასუხებთ, რომ თავად გამომძიებელმა დაავალა, რომ მოეძებნა იმ ტერიტორიაზე, სადაც კობაურმა მიუთითა, რომ განხორციელდა დანაშაული. შესაბამისად მან მოიძია გვამები.

ამასთან, ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება მწყემსს ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება.

“ჩვენ გამოძიება არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას… გაუპატიურებასა და კითხვაზე: თუ როგორ აღმოჩნდა ლორა სმიტის უკანა ტანში კობაურის გენეტიკური პროფილი, მე ასეთი კითხვა მექნება საპასუხოდ, რომ რატომ იყო რაიან სმიტის გენეტიკური კვალი მისივე უკანა ტანში? ეს ნიშნავს, რომ ექსპერტიზის პასუხი არ არის ნამდვილი და მინიმუმ ფალსიფიცირებულია. შეეშალა ექსპეტიზას ან ფალსიფიცირება მოხდა. აქ არის სხვა ექსპერტიზაც ჩატარებული და არ დასტურდება, რომ იყო ძალადობა ან გაუპატიურება. ჩვენ არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას,“ – განაცხადა ლექსო კობაიძემ.