მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდამალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა მისი შვილის მკვლელობის დეტალებზე, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.