მამუკა ბახტაძე გიორგი მარგველაშვილს – “მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ”

მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს.

თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ზაზა სარალიძეს, რომელიც ირინა ენუქიძის მსგავსად, იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018