მაქარაშვილი გორის ინციდენტზე – პროკურატურამ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა

მაქარაშვილი გორის ინციდენტზე – პროკურატურამ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნასამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გორში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პროკურატურამ მისი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა.

“გამარჯობა, მე გიგა მაქარაშვილი ვარ, აი 2 კვირის წინ ნაგავი რომ დამაყარა გორელმა ჩინოვნიკმა თავზე, ის ბიჭი.

კარგი ამბავი მაქვს, ბევრი ფიქრის შემდეგ პროკურატურამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა.
ოღონდ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.. ჩემი..

ვაი, თქვენი ჯიბიდან კი ის ჩინოვნიკი ამ თვეშიც აიღებს ძალიან კარგ ხელფასს.

სისტემა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ”, – წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავზე ხორბალი დააყარა.