მარნეულში მატარებელი 30 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლა

მარნეულში მატარებელი 30 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლამარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა და მას მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.