მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურს

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურსინტერის არგენტინელ ფორვარდს მაურო იკარდის ამ გუნდიდან წასვლა არ სურს, მიუხედავად იმისა რომ მას მადრიდის რეალი ეპატიჟება. იკარდიმ განაცხადა რომ ინტერში ის ბედნიერია და არა აქვს სურვილი რომ სხვა გუნდში სცადოს ბედი:
”ინტერმა ყველაფერი მომცა და ამ გუნდის მადლიერი ვარ, რადგან ინტერი დღემდე ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მეხმარება რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე”–განაცხადა იკარდიმ.
საუბარი იყო იმაზე რომ ინტერი და რეალი ერთმანეთში იკარდის და მოდრიჩსს გაცვლიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ეს სიმართლე არ არის.