მეპატრონეებს, რომლებიც ბინების აქირავებენ, ახალი გადასახადი ან რეგულაციები ემუქრება – “სოციალური აფეთქება მოხდება”

მეპატრონეებს, რომლებიც ბინების აქირავებენ შესაძლოა, ახალი გადასახადი ან რეგულაციები დაუწესონ. ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.

გიორგი ჩოგოვაძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ მასშტაბით ბინების გაქირავებამ სასტუმროებს კლიენტები დაუკარგა და ამ საკითხს შესწავლა ტურიზმის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა.

მისი განცხადების შემდეგ ლიკა ბასილაია, ვინც ბინას აქირავებს, ამბობს, რომ ეს ინიციატივა, განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს.

გიორგი ჩოგოვაძემ მისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ბინების გამქირავებლებზე ახალი გადასახადი ან რეგულაცია არ იგეგმება.

ლიკა ბასილაია კი დარწმუნებულია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ საზოგადოების რეაქცია გამოსცადა და შემდეგ უბრალოდ უკან დაიხია. მას არ სჯერა, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება შემთხვევითი იყო.

ბინების გაქირავებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ რეგულაციაზე ჩოგოვაძის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა მაია სიდამონიძისთვის. ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ ბინების გამქირავებლების დაბეგვრის გაკონტროლების მოთხოვნით ტურიზმის ადმინისტრაციაზე გავლენას სასტუმროების მოთხოვნა ახდენს და ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია.

ბინების გამქირავებლებს ამ ეტაპზე კანონით დადგენილი 5 პროცენტის გადახდა უწევთ. ისინი რამდენიმე კვირაა სხვა ახალი რეალობის წინაშე უკვე ნამდვილად დადგა. კომპანია GWP მათ წყალზე არა საყოფაცხოვრებო ტარიფით, არამედ არასაყოფაცხოვრებო კომერციული ტარიფით გადახდას აიძულებს. რამდენიმე სადავო საქმეს ახლა სემეკი იხილავს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018