მერკელი პოლიტიკიდან მიდის

მერკელი პოლიტიკიდან მიდისანგელა მერკელის თქმით, ის 2021 წელს პოლიტიკიდან მიდის. მის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ანგელა მერკელმა თანაპარტიელებს გამოუცხადა. მისი თქმით, ის კანცლერის თანამდებობაზე ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ არც კანცლერად დარჩენას და არც პარლამენტის წევრობას აღარ აპირებს.

კანცლერის განცხადება მოჰყვა ბოლო კვირების რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის მაჩვენებლების მკვეთრად გაუარესებას.

მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე 2000 წლიდან, ხოლო გერმანიის კანცლერი 2005 წლიდან არის