მოჰამედ სალაჰი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

მოჰამედ სალაჰი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”ლივერპულის ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა რომ წელს ლივერპულმა უნდა შეძლოს ჩემპიონთა ლიგის მოგება და გუნდს ეს შეუძლია. სალაჰის აზრით შარშანდელთან შედარებით, ლივერპული უფრო გაძლიერდა:
”წელს ჩვენ ძალიან დაბალანსებული გუნდი გვყავს და ყველა რგოლში ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. იღბალიც თუ ჩვენს მხარეს იქნება, მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეგვიძლია”–განაცხადა სალაჰმა.