მოსკოვის სპარტაკი მწვრთნელის გარეშე დარჩა

მოსკოვის სპარტაკი მწვრთნელის გარეშე დარჩამოსკოვის სპარტაკმა იტალიელი სპეციალისტი მასიმო კარერა დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ამის მიზეზი სპარტაკის ცუდი შედეგები გახდა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში ამჟამად მე-7 პოზიციაზე იმყოფება. გარდა ამისა, კარერას კონფლიქტი ჰქონდა რამდენიმე ფეხბურთელთან და ცხადი იყო რომ ის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა.
კარერა სპარტაკის მწვრთნელი 2016 წლის ზაფხულში გახდა და პირველივე სეზონში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო შემდეგ სუპერ თასიც. სპარტაკამდე მასიმო კარერა იუვენტუსში ანტონიო კონტეს თანაშემწე იყო.