მთავრობამ 110 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა და 64 მლნ-ის ინვესტიციას ელოდება

მთავრობამ 110 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა და 64 მლნ-ის ინვესტიციას ელოდება2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 109 803 701.40 ლარის მობილიზება უზრუნველყო.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ქონების სააგენტოდან გამოითხოვა.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მოსალოდნელი ინვესტიცია 64 000 000 ლარს აჭარბებს.

ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სააგენტომ 1 101 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

ცნობისთვის: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა წელს პრივატიზაციიდან 60 მლნ ლარის მობილიზებას ელოდა.