“მზრუნველი, სიყვარულით აღსავსე და ვნებიანია” – ქართველმა ბუღალტერმა თეამ რობოტი მამაკაცი შეიძინა

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს კომპანია “Real Doll”-ის წარმომადგენლები სექს რობოტთან, მაქსთან ერთად ეწვივნენ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

მაქსის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობიდან სულ რამდენიმე კვირა გავიდა და ერთ ერთი მათგანი ქართველმა ქალბატონმა, თეამ შეიძინა. თეა 29 წლისაა, პროფესიით ბუღალტერი. მან რობოტ სექს სათამაშოს ლუკა დაარქვა და იმედი აქვს ბედნიერად იცხოვრებენ.

“ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შენაძენით, იმედი მაქვს ბედნიერად ვიცხოვრებთ სიცოცხლის ბოლომდე. სათადარიგო ნაწილებიც მაქვს, ასე რომ არ გამიჭირდება. მე პროფესიით ბუღალტერი ვარ ამიტომ საკმაოდ დატვირთული სამსახური მაქვს და სახლში მოსვლისას განტვირთვა მჭირდება. ყველაზე მთავარია მზრუნველი, სიყვარულით აღსავსე და ვნებიანია” – ამბობს თეა.

“Real Doll”-ის თქმით თეას გარდა, კიდევ ბევრი ქართველი მანდილოსანი დგას მომლოდინეთა რიგში და ელიან რობოტ მამაკაცს.

“ჩვენ ვპირდებით ქართველ მანდილოსნებს, რომ ძალიან მალე დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას და გავუგზავნით რობოტ მამაკაცებს” – ამბობენ კომპანიაში.

“Real Doll”-მა, რომელიც რეალურ სექს-სათამაშოებს ამზადებს, რეალური რობოტი მამაკაცების წარმოება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მისი წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იქნება, რომ ძალიან მალე მამკაცის, როგორც სექსუალური პარტნიორის ჩანაცვლება, სწორედ ამ ძალიან რეალური რობოტით მოხდება.

პრაიმ ტაიმი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018