ნანა ბერიაშვილის ბაბუა – “მკვლელობისთვის ნასამართლევი ვარ და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, მაგას ცოცხალს არ დავტოვებ”

ნანა ბერიაშვილის ბაბუა - "მკვლელობისთვის ნასამართლევი ვარ და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, მაგას ცოცხალს არ დავტოვებ"“მე ვარ თვითონ მკვლელობისთვის ნასამართლევი და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, შანსი არაა, მაგათ ცოცხალს არ დავტოვებ” – ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან” საუბარში გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის, ბაბუამ განაცხადა.

“სავარაუდოდ პედოფილი იყო, ბავშვი უცხო ხალხთან არ შედიოდა კონტაქტში, ერთადერთი ცხოველები უყვარდა ძალიან და შეიძლება ამიტომ გაჰყოლოდა ვინმეს. შეიძლებოდა ეთქვათ, ძაღლს განახებო და ამით შეეტყუებინათ…  ალბათ, სავარაუდოდ, ასე მოატყუა. სხვა მუშები წასულები იყვნენ, ეს ადამიანი დარჩა და ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც ვითომ ეძებდა,
ინფორმაციებს იღებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა. ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, ამ დროს გამოიყვანა ურიკით და მერე ისევ უკან იმ სახლში აბრუნდა. ვიცი ვინც არის და ცოცხალს არ დავტოვებ, არც მაგას და არც მაგის ოჯახს. იმ სახლში აწი ვერავინ იცხოვრებს, ეს სახლი უნდა დავანგრევინო” – ამბობს ბაბუა.

შეგახსენებთ,რომ გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.