ნათია შავაძე – “თურქმა მესაზღვრემ ფანჯრიდან მესროლა პასპორტი, მერე ერთი მაჯებში ჩამაფრინდა…”

ნათია შავაძე - "თურქმა მესაზღვრემ ფანჯრიდან მესროლა პასპორტი, მერე ერთი მაჯებში ჩამაფრინდა..."ნათია შავაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ეს არის თურქი მესაზღვრის ნევროზის გამოვლინება ჩემს პასპორტში! ტიპმა ეს გააკეთა იმიტომ, რომ ბეჭედდასმული პასპორტი ფანჯრიდან მესროლა და მე შესაბამისი რეაქცია მქონდა სახეზე. მერე ხუთი მესაზღვრე ცდილობდა წაერთმია პასპორტი,თან მაჯებზე შემაფრინდა ერთი. კითხვაზე, (ინგლისურად) რა დარღვევის მთხოვდნენ პასპორტს უკან, პასუხად ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ მუქარებს მშობლიურ ენაზე. ბოლოს მივაწოდე პასპორტი და ნევროზულად ააჭრელა დოკუმენტი. გასაგებია, რომ წითელი ხალიჩის დაგების ვალდებულება არ აქვთ მესაზღვრეებს , მაგრამ რა უფლება აქვს სახეში მესროლოს პასპორტი და მერე ხელები მიგრიხოს? შემიძლია რაიმე გავაკეთო ამ ნაგვის წინააღმდეგ?”

ამ ამბიდან რამდენიმე საათში მან დაწერა:

“უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს , მეგობარ ჟურნალისტებს, ნაცნობებს მხარდაჭერისთვის მორალურად და საქმიანად. მიხარია, რომ ამბავი არ დარჩა უყურადღებოდ. რაც შეეხება ამბის გაგრძელებას, ჩემი პოსტის მიზაბი არც ხმაურის ატეხვა და არც თანაგრძნობის მიღება არ ყოფილა. მინდა ის რაც მე ვიგრძენი არავინ არ იგრძნოს არასდროს. ადამიანის დამცირება და დასტრესვა არ მართლდება არაფრით, მით უფრო წესრიგის და კნონის პატივისმცემელი ადამიანის!
ჟურნალისტებთან ერთად ამბით დაინტერესებულია ხელისუფლება. მითხრეს რომ პირად კონტრილზე აიყვანეს ფაქტი და დამპირდნენ, რომ აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ჩემთვის ლოგიკური დასასრული იქნება ის, რომ არცერთ მესაზღვრეს აღარ გაუჩნდება სურვილი გადაამეტოს თავის უფლებას.

ასევე აუცილებლად მიეცემა საქმეს ოფიციალური მსვლელობა. საკონსულოში ხვალ ჩამინიშნეს შეხვედრა.

კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ყველას საქმიანი და მორალური მხარდაჭერისთვის ❤️”