ნიკა ქავთარაძე – “მამაჩემმა, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო” – პოლიციას ნიკა ქავთარაძე სხვაში აერია

ნიკა ქავთარაძე - "მამაჩემმა, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო" - პოლიციას ნიკა ქავთარაძე სხვაში აერიასოციალურ ქსელში ნიკა ქავთარაძე სახალიხო ისტორიას წერს.

“ზესტაფონში, მამაჩემის მეგობრის შვილი გაუტაცებიათ.
პოლიცია აცხადებს, რომ გამტაცებელი ვინმე ნიკა ქავთარაძეა.
ხოდა, არ წყდება ზარები მამაჩემის ტელეფონზე.
ხოდა, მამაჩემს უთქვამს:
– ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო

მოკლედ, მე არ ვარ და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება” – წერს ნიკა ქავთარაძე.

საუბარია ბიზნესმენის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცებაზე. პოლიციის ცნობით, ნიკა ქავთარაძე სამართალდამცველებმა გუშინ თბილისში დააკავეს. ის დანაშაულს არ აღიარებს.

იუმორისტი, როგორც ჩანს, ამ ნიკა ქავთარაძეში აერიათ.