ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა – ვიდეო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა - ვიდეოსულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალური მატჩი ჩოგბურთში ნიკოლოზ ბასილაშვილსა და კაელ ედმუნდს შორის.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაი ბრეიკზე მოიგო.

მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და თავის ჩაწოდებაზე ის 5:3-ს იგებდა, მაგრამ მოულოდნელად მან ჩაწოდება დათმო და მეტოქემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 5:4 ბასილაშვილის სასარგებლოდ.

მომდევნო ჩაწოდება უკვე ედმუნდის იყო და მისი მოგების შემთხვევაში ანგარიში სეტში თანაბრდებოდა, მაგრამ ბასილაშვილმა გადამწყვეტ მომენტში დიდი სიმტკიცე გამოიჩინა, მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მასთან ერთად მატჩიც – 2;0.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად თავის კარიერაში ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება.

https://www.facebook.com/NikolozBasilash/videos/272400866948584/