“ოქუაშვილმა ყიფიანის მეშვეობით ჩინეთში გაყიდა 50 ცალი ბმვ და ფული მიითვისა” – რას ითხოვს ადვოკატი ხაჭაპურიძე

ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ – სპორტის ყოფილი მინისტრი “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.

საუბარია ბიზნესპარტნიორობის პერიოდზე, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრს მას შემდეგ გაახსენდა, რაც ზაზა ოქუაშვილმა მისი მონაწილეობით არაერთი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც ბიზნესის რეკეტს უკავშირდება.

ყიფიანის ადვოკატი  ოქუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს პროკურატურაში დღეს შეიტანს, სარჩელით კი სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

„ოქუაშვილმა რამდენიმე თვის წინ ჩინეთში გაყიდა ბატონი ყიფიანის მეშვეობით, 50  BMW-ს მოდელის ავტომანქანა. ბიზნეს პარტნიორობა იყო, ეს არ იყო ანაზღაურება გაწეული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც ოქუაშვილმა თაღლითურად მიითვისა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები.

პირველ რიგში დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, მოხდეს მოწმეების დაკითხვა, ცნობილ იქნეს დაზარალებულად ბატონი ლევან ყიფიანი,“-აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018