ორთაჭალაში ავტობუსი მანქანას დაეჯახა – 2 ადამიანი დაშავდა

ორთაჭალაში ავტობუსი მანქანას დაეჯახა - 2 ადამიანი დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ორთაჭალაში, რესტორან “ასტორიასთან” ერთმანეთს ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ავტობუსის 2 მგზავრია მსუბუქად დაშავებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბროგადებია მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ნიუპოსტი