ორთაჭალაში მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდათ

ამ რამდენიმე თვეში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხანძრის გამო გამოძახებულ მაშველებს შემთხვევის ადგილას ხანძრის ნაცვლად მწვადი ხვდებათ.

ეს ამბავი ორთაჭალაში მოხდა.

მოქალაქეებმა კორპუსის მერვე სართულზე შენიშნეს ღია ცეცხლი და კვამლი და გამოიძახეს სახანძრო. მობილიზებული იქნა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მათ შორის სახანძრო კიბე. ადგულზე მისულებს დახვდათ მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც აივანზე წვავდნენ მწვადს.

მოქალაქეებმა მეხანძრეები მწვადზე მიიპატიჟეს.

აიპრესი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018