პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენპარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ. ისინი ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ვითხოვ ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – განაცხადა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე შეცდომად აფასებს სამართალდამცავების ქმედებას, როდესაც მათ ზაზა სარალიძეს კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცა.

აქციაზე ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

აქციაზე იმყოფებიან “ევროპული საქართველოს” ლიდერებიც. მათ შორის არის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეც.

ამ წუთებში პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მისულები ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სარალიძის მამის დაკავებას აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში რჩება, სადაც ის შსს-დან გადაიყვანეს.