ფლორიდას მაიკლმა გადაუარა – 2 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

ფლორიდას მაიკლმა გადაუარა - 2 ადამიანი დაიღუპა - ვიდეოფლორიდის სანაპიროს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთმა უძლიერესმა შტორმმა “მაიკლმა” გადაუარა.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევდა. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ქარიშხლის გამო ფლორიდაში, ალაბამასა და ჯორჯიის შტატებში 500 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

“მაიკლი” ამ დროისთვის უკვე შესუსტდა და ტროპიკულ შტორმად ჩამოყალიბდა.

სტიქიის ზონაში სკოლები და საჯარო დაწესებულებები კვირის ბოლომდე დახურული დარჩება.

https://www.facebook.com/financialtimes/videos/270202160496860/