პოლიციამ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავა

პოლიციამ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის – ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 35 და 42 წლის პირები დააკვეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარეობს.